აჭარის რეგიონში შემაჯამებელი ტიპის სწავლება გაიმართა
1510653245.jpg
2017-11-09

ფორმალური პცმ სწავლების პროგრამა დასრულდა ორდღიანი მოდულური ტიპის პცმ შემაჯამებელი სწავლებით, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჩაოში“, პცმ/ლჩმ თემების განხილვით. ღონისძიებას დაესწრნენ  წარმომადგენლები რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტიდან და დადებითად შეაფასეს პროგრამა, ინსტრუქტორები და საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების მიერ გაზიარებული ინფორმაცია.

პროგრამამ საშუალება მისცა სწავლების მონაწილეებს პრაქტიკული სავარჯიშოებისა და სიტუაციური მაგალითების გამოყენებით შეესწავლათ მეტი პცმ მიდგომის ძირითადი ეტაპების შესახებ და განეხილათ მისი გამოყენების სხვადასხვა გზები საკუთარ მუნიციპალიტეტებში.

თითოეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას წამოჭრილ სირთულეებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მუნიციპალიტეტბს შორის ამგვარი დისკუსიის შესაძლებობა წარმოადგენს პცმ მიდგომის ძირითად მახასიათებელს,რაც კიდევ ერთხელ დადებითად იქნა შეფასებული მონაწილეების მხრიდან, რომელთაც ხშირად არ აქვთ ამის შესაძლებლობა.

სწავლების დასასრულს, მონაწილეებმა მიიღეს კონსულტაციები შესაძლებლობების განვითარების პროგრამის შემდეგი ნაბიჯების შესახებ და გამოითქვა  დიდი ინტერესი მომავალი რეგიონალური სამუშაო შეხვედრის მიმართ,რომელიც მომდევნო წელს ჩატარდება. მონაწილეებმა ასევე გამოხატეს მოლოდინი უფრო დეტალური, პრაქტიკული სწავლების შესახებ საკუთარ მუნიციპალიტეტებში, რომელიც შეეხება მათ მუნიციპალიტეტზე მორგებულ ინდივიდუალურ საკითხებსა და თემებს.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა