დისკუსიები პროექტის განვითარებასა და FIDIC საკითხებზე იმერეთში
1511891053.jpg
2017-11-22

პროექტის ციკლის მართვის რეგიონალური შეხვედრების პროგრამა გაგრძელდა ქალაქ ქუთაისში, რომელსაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან. სამუშაო შეხვედრის განმავლობაში პროექტის გუნდმა განიხილა FIDIC (Fédération Internationale Des Ingénieurs-Conseils  - კონსულტანტ ინჟინერთა საერთაშორისო ფედერაცია) საკითხები და ასევე, მონაწილეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების განვითარების მაგალითები.

 

სამუშაო დღე დაიწყო FIDIC  ფედერაციის მიდგომების, მათ მიერ შემუშავებული სხვადასხვა სტანდარებისა და საკონტრაქტო ნიმუშების განხილვით. შეხვედრისას განხილულ იქნა FIDIC - ის როლი-  გაუწიოს კონსულტაცია ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცააა მუნიციპალიტეტები, მესამე მხარეებთან ურთიერთობისას საკონტრაქტო შეთანხმებებში და წარუდგინოს შესაბამისი საყურადსაღებო მაგალითები.

პროექტის საწყის ეტაპზე შესყიდვების ეფექტური მართვა და პროექტის შესრულების პროცესში კონტრატქების ეფექტური მართვა რჩება ერთ-ერთ ძირითად დაბრკოლებად, საქართველოში, დიდი, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების წარმატებით განხორციელებისთვის.

აღნიშნული იდეები დადებითად იქნა შეფასებული მონაწილეების მიერ. დისკუსიები ექსპრეტებსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს  შორის, ძირითადად შეეხო FIDIC რეკომენდაციების ზუსტ დეტალებს და თუ, რამდენად მარტივი იქნება მისი საქართველოს სიტუაციაზე მორგება, რამდენადაც არსებობს საჭიროება, გაიზარდოს საჯარო სექტორში მომუშავე ინფრასტრუქტურის სპეციალისტების შესაძლებლობები, რათა ეფექტურად  იმუშაონ  საერთაშორისო შესყიდვებისა და საკონტრაქტო  სტანდარტების დაცვით და ამით ხელი შეეწყოს თანამშრომლობასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ამ სფეროში.

მოკლე შესვენების შემდეგ, სესია გაგძელდა ერთ-ერთი ნომაწილის მიერ წარმოდგენილ, საპროექტო მაგალითზე მუშაობით, რომელიც ეხებოდა სარეკრეაციო სკვერის განახლებას. განხილვის დროს ხაზი გაესვა სწავლების პროგრამაში მოცემულ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მათ პრაქტიკულ გამოყენებას დაინტერესებული მხარეების, პრობლემებისა და სხვადასხვა საკითხების გამოსავლენად,პოტენციურ სირთულეებს, შედეგების ჯაჭვისა და ლოგიკური ჩარჩოს შექმნას.

დისკუსიები კონცენტირებული იყო პროექტის განვითარების პროცესის საჭიროებებზე და მათ სწორ ანალიზზე, კონკრეტულად კი, იმ გარე ფაქტორების გამოვლენაზე  რომლებიც  ზეგავლენას ახდენს პროექტის უშუალო შედეგზე და ასევე საჭირო ზომების მიღებაზე ამ რისკების შესარბილებლად.

მონაწილეების მხრიდან დადებიათად შედასდა PESTEL (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ტექნოლოგიური, გარემოსდაცვითი და ლეგალური )  ხელსაწყოს გამოყენება, რომელიც სამახოვრო ჩანაწერის მოვალეობას ასრულებს, რათა დისკუსია, ზემოთ აღნიშნული გარე ფაქტორების გამოვლენის შესახებ გახდეს უფრო აქტიური.

საერთო ჯამში,  მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს  კოლეგებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან გამოცდილებების გაზიარების შესაძლებლობა. მათ ასევე გამოხატეს ჩვენი გუნდის კონსულტანტების მხრიდან დახმარების სურვილი, საკუთარ მუნიციპალიტეტებში ახალი პროექტების განვითარებისა და დამატებითი დაფინანსებების საშუალებების გამოსავლენად.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა