სამუშაო შეხვედრა პროექტის გამოვლენასა და FIDIC საკითხებზე ქვემო ქართლი
1512540911.jpg
2017-12-01

რუსთავის მუნიციპალიტეტმა პირველმა უმასპინძლა პცმ რეგიონალურ შეხვედრას FIDIC (Fédération Internationale Des Ingénieurs-Conseils - კონსულტანტ ინჟინერთა საერთაშორისო ფედერაცია) საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეებს ასევე წარედგინათ პოტენციური პროექტების გამოვლენის, შედეგზე ორიენტირებული პროექტის დაგეგმვის ტექნიკა - GOPP.

წარმომადგენლები რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტიდან გაეცნენ პრეზენტაციას FIDIC  ფედერაციის მიდგომების, მათ მიერ შემუშავებული სხვადასხვა სტანდარებისა და საკონტრაქტო ნიმუშების შესახებ. შეხვედრისას განხილულ იქნა FIDIC - ის როლი-  გაუწიოს კონსულტაცია ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცააა მუნიციპალიტეტები, მესამე მხარეებთან ურთიერთობისას საკონტრაქტო შეთანხმებებში და წარუდგინოს შესაბამისი საყურადსაღებო მაგალითები.

განხილვები გამოირჩეოდა აქტიურობითა და მონაწილეების მაღალი ჩართულობით, რომელთაც გამოხატეს ინტერესი FIDIC საკითხების უფრო ვრცელი შესწავლის შესახებ, ორგანიზაციის როლისა და მათ მიერ გამოცემული ფორმატებისა და ნიმუშების კონტრაქტების სხვადასხვა ტიპების, კონკრეტულად კი საქართველოში, მუნიციპალიტეტებისა და მესამე მხარეებს,მაგალითად სამშენებლო კომპანიებს შორის არსებული კონტრაქტების შესახებ. მონაწილეების მხრიდან მრავალი საინტერესო იდეა გამოითქვა და განხილვები ძირითადად ორიენტირებული იყო FIDIC რეკომენდაციების დეტალების შესახებ და რამდენად იოლი იქნება მათი საქართველოს სატუაციაზე მორგება.

დღის მეორე ნაწილი ფოკუსირებული იყო მონაწილეებისთვის GOPP მიდგომის გაცნობაზე, რის საშუალებითაც შეიძლება პროექტის სიტუაციური ანალიზისა და არსებული,რეალური სიტუაციის შეფასების კომპლექსური და ამომწურავი სურათის გამოვლენა. ტექნიკა, რომელსაც აღნიშნული მიდგომა იყენებს,ცნობილია ასევე მეტაგეგმის სახელით და მოიცავს ინდივიდუალური პრობლემების გამოვლენას და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შექმნას. ეს მჭიდროდაა დაკავშირებული „შედეგების ჯაჭვთან“,რომელიც უკვე წარედგინათ მონაწილეებს სწავლების პროგრამის განმავლობაში.

მიდგომა საინტერესო იყო და მონაწილეებმა გამოხატეს მომავალ სამუშაო შეხვედრებზე საკითხისთვის მეტი დროის დათმობისა და დეტალური განხილვის ან საკუთარ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული, „ცოცხალი“ მაგალითის განხილვის სურვილი.

საერთო ჯამში,  მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს  კოლეგებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან გამოცდილებების გაზიარების შესაძლებლობა. მონაწილეებმა ასევე გამოხატეს ინტერესი სამომავლო სამუშაო შეხვედრებისა და პრაქტიკული სწავლებების შესახებ.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა