პცმ მოდულური ტიპის სწავლება სამეგრელოში
1513162210.jpg
2017-12-06

პცმ მოდულური ტიპის შემდეგი სწავლება გაიმართა ქალაქ ზუგდიდში, 6-7 დეკემბერს. მონაწილეები ზუგდიდიდან, მარტვილიდან, ჩხოროწყუდან, აბაშადან,ხობიდან, სენაკიდან და ფოთიდან შეიკრიბნენ სასტუმრო „გრანდში“ ორდღიანი სწავლების მიზნით, სადაც განიხილულ იქნა პცმ მიდგომის ძირითადი ასპექტებს და პროექტის განვითარების ტექნიკა. 

სწავლება კონცენტრირებული იყო პცმ მიდგომის რამდენიმე ძირითად ასპექტზე და მონაწილეებს მიეცათ საშუალება განეხილათ აღნიშნული საკითხები და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, უფრო კომპლექსური და მრავალფეროვანი პროექტების შესახებ, რომლეთა განვითარებაც საჭიროებს მეტ ყურადღებასა და განხილვას.

სწავლების დროს განხილული საკითხები მოიცავდა : პროექტის სხვადასხვა ტიპის დაინტერესებული მხარეების  გამოვლენასა და მათი საჭიროებებისა და მოლოდინების განსაზღვრას; როგორ გამოვავლინოთ და განვსაზღვროთ პროექტისთვის აუცილებელი საქმიანობები, რათა მივაღწიოთ შესაბამის მომავალ დადებით ზემოქმედებას; როგორ მოვამზადოთ ამომწურავი ტექნიკური დავალება, პროექტის საქმიანობებისა და მომავალი უზრუნველყოფილი სარგებლისთვის.

სწავლების პროცესი სასიამოვნო და აქტიური იყო და ყველა მონაწილემ გამოხატა სურვილი მომავალი სწავლების შესახებ. ახალი წლის შემდეგ, პროექტის გუნდი კიდევ ერთხელ ეწვევა აჭარის რეგიონს სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, სადაც განხილული იქნება პცმ მიდგომის სხვა ასპექტები და გუნდის წევრები დაიწყებენ ინდივიდუალურ მუშაობას მუნიციპალიტეტებთან პროექტების მოსამზადებლად.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა