საქმიანი კვირა მუნიციპალიტეტებში
2017-12-22

2017 წლის შემაჯამებელ ბოლო კვირაში პროექტის პცმ ექსპერტი შეხვდა ხუთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რათა განეხილათ პრაქტიკული სწავლებები და იდეები პროექტის გუნდის მხრიდან სამომავლო მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. პროექტს უმასპინძლეს კასპის,ხაშურის,საგარეჯოს,ბოლნისის და რუსთავის მუნიციპალიტეტებმა.

განხილვები ძირითადად ფოკუსირებული იყო პროექტის გამოვლენის ეტაპზე და მოიცავდა პროექტებისთვის უფრო სრულყოფილი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებას და ხაზი გაესვა საერთო შუალედური მიზნის არსებობის საჭიროებას,რათა ყველა მუნიციპალურმა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა წვლილი შეიტანოს აღნიშნული მიზნების განხორციელებაში. შეხვედრების დროს განხილული სხვა თემები მოიცავდა მონიტორინგის ეფექტური პროგრამების გამოყენებას პროექტის განსახორციელებლად და ინფრასტრუქტურის როლს ეკონომიკური განვითარების გეგმებში.

პროექტის გუნდა მუნიციპალიტეტებთან შეხვედრისას ასევე განიხილა მათი მიმდინარე პროექტები და გამოავლინა შესაძლო, დამატებითი სფეროები მხარდაჭერისთვის.აღნიშნული სფეროები მოიცავდა ხელშეწყობას პროექტების შეფასებაში, ტექნიკური დავალების შედგენაში,პროექტის მონიტორინგის სქემებში და პრაქტიკულ დახმარებას მთლიანი პროექტის კონცეფციის შექმნაში.

2018 წელი ცხადყოფს, რომ იქნება ძალიან საქმიანი.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა