შეკითხვები და პასუხები



პასუხი

სწავლებები თითოეული მუნიციპალიტეტისთვის  გაიმართება შესაბამის თვითმმართველ ქალაქში.

პასუხი

სწავლება მოიცავს ერთ-დღიან შესავალ კურსს პროექტის ციკლის მართვაში და ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული ეტაპის შემდეგ ჩატარდება 2-დღიანი სწავლება და მოიცავს უფრო დეტალურ თემებს პროექტის ციკლის მართვასთან დაკავშირებით.

პასუხი

სწავლება მოიცავს შესავალ კურსს პროექტის ციკლის მართვაში/ლოგიკური ჩარჩოს მიდგომის შესახებ და რამდენიმე კონკრეტულ თემას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. მაგალითად, ტექნიკური დავალებები, რისკის ანალიზი, დაინტერესებულ პირთა საჭიროებების ანალიზი, და პროექტის მაჩვენებლები - რომლებსაც პროექტის მართვის გასაუმჯობესებლად მიმართავენ.

პასუხი

ფორმალური სწავლებების დასრულების შემდეგ გაიმართება რეგიონული დონის სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განხილული იქნება კონკრეტული საკითხი ან იდეა ინფრასტრუქტურული პროექტის ციკლის მართვის ჭრილში. აღნიშნული შეხვედრები ჩვეულებრივ დღეში 3-5 საათს გაგრძელდება.

პასუხი

რეგიონული დონის სამუშაო შეხვედრების ჩატარება დაგეგმილია შეძლებისდაგვარად მეტ მუნიციპალიტეტში. ერთადერთი შეზღუდვა შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტში შეხვედრის ჩატარებისათვის სათანადო ადგილის გამოყოფის შესაძლებლობა.

პასუხი

მუნიციპალიტეტი წყვეტს რამდენი კანდიდატი უნდა შეირჩეს რეგიონული დონის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. სათანადო კანდიდატების შერჩევა მოხდება განსახილველი თემებისა და კონცეფციების გათვალისწინებით.

პასუხი

პროექტი მუნიციპალიტეტებს მიაწვდის „პცმ სახელმძღვანელოს“, რომელშიც წარმოდგენილი იქნება  ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის, მომზადების, განხორციელებისა და შეფასების გასაუმჯობესებლად პცმ/ლჩმ-ის გამოყენების პრინციპები და პროცესები.

პასუხი

ყველა სწავლება ჩატარდება ორი ქართველი ინსტრუქტორის მიერ ქართულ ენაზე. სწავლებებს ასევე დაესწრებიან საერთაშორისო ინსტრუქტორები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეებს გაუზიარებენ დამატებით ექსპერტული ცოდნასა და მაგალითებს.

პასუხი

ყველა მონაწილე, რომელიც დაესწრება სწავლების ყველა სესიას, შეძლებს დასწრების სერთიფიკატის მიღებას. ერთ-დღიან გაცნობითი ხასიათის სწავლებაზე, და მომდევნო 2-დღიან მოდულურ სწავლებაზე გაიცემა ცალ-ცალკე სერთიფიკატები.

პასუხი

დიახ, კონკრეტულ მუნიციპალიტეტს შეუძლია შეარჩიოს კონკრეტული თემა (თემები) და შესთავაზოს პროექტს შესაძლო პრაქტიკული სწავლებისას განსახილველად. აღნიშნული პრაქტიკული სახის სწავლებები ჩატარდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის.

პასუხი

დამატებით სწავლებას (ფორმალური 1- და 2-დღიანი სწავლებების გარდა) დაახლოებით 5 დღე დაეთმობა და მოიცავს რეგიონული დონის სამუშაო შეხვედრებსა და მუნიციპალიტეტებში მათი მოთხოვნის საფუძველზე გამართულ შეხვედრებს.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა