პროექტი         პროექტი

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება პროექტის ციკლის მართვაში

                                                                                                                     

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი

აღნიშნული პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეხმარება, რათა პროექტის ციკლის მართვაში საქართველოს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები გაიზარდოს, კონკრეტული აქცენტის გაკეთებით ინფრასტრუქტურული პროექტების ციკლის მართვაზე.

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას მათ ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრაში, მომზადებაში, შესყიდვაში, მართვასა და მონიტორინგში. საბოლოო მიზანი რეგიონულ დონეზე ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას და შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში (2019 წლის ზაფხულამდე), პროექტი ხელს შეუწყობს ამ პროცესს თავისი საქმიანობის განხორციელებით, რომელიც შემდეგ ასპექტებზე იქნება ორიენტირებული:

  • მუნიციპალიტეტების თანამშრომლების სწავლება პროექტის ციკლის მართვის ძირითად ასპექტებში, მათი შესაძლებლობების გაზრდით ინფრასტრუქუტული პროექტების მართვაში;
  • მხარდაჭერის აღმოჩენა პროექტის მართვის ისეთი ინსტრუმენტის განვითარებაში, რომელიც მუნიციპალიტეტებს ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების პორტფელისგან შემდგარი პროექტების პაკეტის მომზადებაში დაეხმარებათ;
  • მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა პროგრამული უზრუნველყოფის დამონტაჟებაში, რომელიც მათ დაგეგმილი პროექტების მართვაში დაეხმარებათ;
  • სახელმძღვანელოების და სხვა ინსტრუმენტების განვითარება, როგორიცაა PCM ვებ-გვერდი, რომელიც რეგიონული კომუნიკაციის პროცესს შეუწყობს ხელს და მუნიციპალიტეტებს პროექტების განსაზღვრის და მართვის პროცესში დაეხმარებათ.
ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა