ცოდნის მართვა         პცმ წესები და პროცედურები

მდგრადობის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება

წესებისა და პროცედურების შემუშავება პროექტების მომზადებისა და განხორციელებისთვის

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში პცმ სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნებისთვის პროექტიგანახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე კაპიტალური ინვესტირების პროექტების მომზადებისა და განხორციელების წესებისა და პროცედურების შემუშავებას. აღნიშნულის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას პროექტების განხორციელებისას. აღნიშნული ასევე შესაძლოა გამოყენებული იქნეს მომავალში ბრძანებულებებისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავების საფუძვლად იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ცენტრალურ ან ადგილობრივ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივ თვითმმართველობებში პცმ-ის გამოყენების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, და ადგილობრივ თვითმმართველობებში პროექტების მართვასთან და მონიტორინგთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შეფასების დასკვნებზე დაყრდნობით, პროექტი შეიმუშავებს ადგილობრივ თვითმმართველობებში პროექტების მართვის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმას.

კაპიტალური ინვესტირების პროექტების მომზადებისა და განხორციელების წესები და პროცედურები

სავსებით შესაძლებელია, პროექტის მოგვიანებით ეტაპზე გადაწყდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში პცმ-ის გამოყენების ინსტიტუციონალიზაცია რეგიონულ ან ცენტრალურ დონეზე. პროექტი აშკარად დაუჭერს მხარს აღნიშნულ პროცესს მისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში.

პარალელურად, პროექტი განახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე კაპიტალური ინვესტირების პროექტების მომზადებისა და განხორციელების წესებისა და პროცედურების შემუშავებას.

აღნიშნული მომზადდება წესებისა და პროცედურების ჩამონათვალის სახით, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ თვითმმართველობებს, გადაჭრან მათ წინაშე კაპიტალური ინვესტირების პროექტების მომზადებისას და განხორციელებისას წამოჭრილი შესაძლო პრობლემები. იგი შესაბამისობაში იქნება პროექტის ციკლის ეტაპებთან და, შესაბამისად, გამოდგება, როგორც ინსტრუმენტი ადგილობრივ თვითმმართველობების თანამშრომლებისთვის კაპიტალური ინვესტირების პროექტების გამოვლენის, შეფასების, ხელშეკრულებების გაფორმების, დაფინანსების, განხორციელებისა და მონიტორინგის სხვადასხვა ეტაპების განხორციელებისას.

წესები და პროცედურები წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში წარსადგენი მასალების ნაწილის სახით, რომლის მიზანია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შედეგების მდგრადობის გაძლიერება. წესები და პროცედურები პცმ სისტემის განუყოფელი ნაწილი იქნება და უზრუნველყოფს ადგილობრივი ბრძანებებისა თუ კანონქვემდებარე აქტების მომზადების საფუძველს და მისი მიზანია პროექტის ბოლოს ან პროექტის დასრულების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში პცმ-ის გამოყენების ინსტიტუციონალიზაცია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საჭიროდ იქნება მიჩნეული სათანადო ორგანოების მიერ ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა